ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, 1 მარტიდან ბათუმის საბავშვო ბაღებში გადასახადი 10 ლარით იზრდება.
ბათუმში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უკვე ფასიანია და მისი გადასახადი 25 ლარს შეადგენს.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია"ბათუმის" თავმჯდომარემ, "ქრისტიან-დემოკრატმა" ნაზი ქობულაძემ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.
ქობულაძემ თვითმმართველობისგან კატეგორიულად მოითხოვა საფასურის ზრდის შეჩერება, რადგან მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობას დაწესებული 25 ლარის გადახდაც უჭირს.
მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა ის, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების შედეგად, სკოლამდელ დაწესებულებებში კადრების შემცირება დაიწყო, რასაც თანხის დაზოგვა უნდა გამოეწვია. ამასთან, მიმდინარე წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა, თუმცა ამას მშობლებისთვის შეღავათი არ მოუტანია.