ჩეხეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დაესწრო. ცერემონიის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ჩეხეთის პოლიტიკური, ბიზნესწრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საელჩოს შენობა საქართველომ კუთვნილებაში შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძე ჩეხეთში ვიზიტს განაგრძობს, დღეს ის ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს და თავდაცვის მინისტრ ალექსანდრე ვონდრას შეხვდება.
ვაშაძე პრაღას ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.