საქართველოს სახელმწოფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე უკრაინის ვიცე პრემიერს სერგეი ტიგიპკოს შეხვდა.
საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერების მოლაპარაკებები კიევში გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
დაგაგმილია გიორგი ბარამიძმიძის შეხვედრები რადას ვიცე-სპიკერთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვდა.
"გვეძლევა საშუალება შევხვდეთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, მეგობრებს და უკრაინელ საზოგადოებას მოვახსენოთ სიმართლე საქართველოს შესახებ რათა გაძლიერდეს ქართულ-უკრაინული კავშირები და ურთიერთმხარდაჭერა იყოს უფრო სერიოზული ისეთ საკითხებში როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე ეკონომიკური საკითხები, ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვა რომლებიც ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს", _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.