სამარშუტო მძღოლების გაფიცვა სამი დღე გაგრძელდება. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდრემა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღესვე შეიქმნება საგაფიცვო კომიტეტი, რომელის წვერებიც იქნებიან თბილისში არსებული ყველა სამარშუტო ხაზის წარმომადგენლეები. ასევე ორშაბათს იგეგმება აცქია და ეს აქციები გაგრძელდება იქამდე ვიდრე მძღოლებს თავიანთ მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ.
"პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის რომ სააკაშვილმა, უგულავამ და მათმა თანამზრახველებმა უარი თქვან იმ ტენდერზე, რომელიც ჩატარდა. ამ ტენდერის შემდეგ მშიერი რჩება დაახლოებით 20 ათასი ოჯახი. მოუწოდებთ ყველა ტაქსის მძღოლს, ასევე ავტობუსების მძღოლებსაც შემოუერთდნენ გაფიცვას. განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს, რადგან უახლოეს მომავალში ხელისუფლება მათაც ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს" - განაცახდა რეპსუბლიკის მოედანზე მიმდინარე მძღოლების საპროტესტო აქციის დროს ლაშა ჩხარტიშვილმა.