კახა კუკავა სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვს, _ ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა სამარშუტო მძღოლების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს არანაირი გამოცდილება არ აქვთ და ეს ყველაფერი გახდება იმის საფუძველი, რომ თითო მანქანაზე გადასახდი 5 ლარი გაიზარდოს 40 ლარამდე.
"პრეზიდენტმა განაცხადა პარლამენტში ელიტარული კორუფციის შესახებ. სწორედ ეს ადამიანები არიან ელიტარული კორუფციის მსხვერპლები. ვნახეთ სატენდერო დოკუმენტები. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 10 იანვარს არიან დარეგისტრირებული. მათ არანაირი გამოცდილება არ აქვთ და ზარალი ადგება ამ ხალხს. მათ გადასახადი 5 ლარის ნაცვლად 40 ლარამდე გაეზრდებათ. მგზავრობაკი 70 თეთრამდე გაძვირდება. სულ თბილისში 4 ათასი მიკროავტობუსია და ფაქტიურად 8 ათასი ოჯახი ლუკმა პურის გარეშე რჩება" - განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მოითხოვს ის რომ გაუქმდეს ტენდერის შედეგები და სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ეს საქმე.