დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეირგანიზაციის საკითხი განიხილება.
"უმრაველოსბის სხდომაზე ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოში შემოსული კანონპროექტებზე ვიმსჯელებთ, მათ შორს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციისა, ასევე განათლებისა და ეკონომიკის კუთხით შემოსულ საკანონმდებლო ინიციატივებზე", - აღნიშნა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარალმენტის სხდომათა დარბაზში 13:30 საათზე დაიწყება.