დღეს, 25 თებერვალს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოში შემოტანილი კანონპროექტების განხილვა მოხდება, მათ შორის გარემოს დაცვის, განათლებისა და ეკონომიკური კუთხით შემოტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების.
პლენარული სხდომა 25 თებერვალს, 14:30 საათზე გაიმართება.