საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში "ლე მანის" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა, 19 წლის გიორგი მაკარიძე "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ითამაშა.
მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მაკარიძემ მოედანზე 90 წუთი დაყო.
მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-18 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ მაკარიძემ შეხვედრის მე-18 წუთზე თავის კარში გოლი გაუშვა, მთლიანობაში მისმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
"ლე მანი" მორიგ მატჩს 5 დეკემბერს სტუმრად "მონპელიესთან" გამართავს.