ახალი ამბების სააგენტო "პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი ანი მიროტაძე "ეროვნული ფორუმის" პარტიული საქმიანობის დაგეგმარების ბიუროს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეროვნული ფორუმის" პოლიტიკურ საბჭოსთან პარტიის საქმიანობის დაგეგმარების ბიურო შეიქმნა, რომელსაც ანი მიროტაძე უხელმძღვანელებს. დარწმუნებული ვარ, ანის ცოდნა და გამოცდილება პარტიას ძალიან გამოადგება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ის "ეროვნული ფორუმის" პრესსპიკერის ფუნქციას შეასრულებს" - განაცხადა შარტავამ.
მისივე თქმით, ბიუროში რამდენიმე - პარტიულ კადრებთან და ექსპერტებთან მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კარდაკარის და ინფორმაციის ანალიზისა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურები შევა.