ტელეკომპანია "იმედთან" გამნაღმვითი სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განახლდა.
ლუბლიანას ქუჩა, რომელზეც ტელეკომპანია მდებარეობს, ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა სამართალდამცველებმა "იმედის" ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ სამი ნაღმი იქნა აღმოჩენილი, მათგან ერთი წუხელვე განაღმვეს. დანარჩენი ორის განაღმვითი სამუშაოების ჩატარება კი დღეს იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, ჰექსოგენის შემცველ ხელნაკეთ ნაღმებში ჩამატებული იყო ლურსმნები და რკინის დეტალები, რადგან მისი ამოქმედების შემთხვევაში მსხვერპლთა რიცხვი გაზრდილიყო.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები წუხელ, ტერაქტების მოწყობის ბრალდებით დაკავებული გოგიტა არქანიას ჩვენების საფუძველზე აღმოაჩინეს. ლუბლიანას ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები