28 სექტემბერს, დღისით, კიევის ცენტრში რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია
კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში, დრონი არასაცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
„შევჩენკოს რაიონში, დედაქალაქის ცენტრში, დრონი არასაცხოვრებელ შენობას დაეცა. ხანძარია“, - განაცხადა კლიჩკომ.
მისი ცნობით, კიევის ისტორიულ ცენტრში, არასაცხოვრებელ შენობაში, რომელსაც მტრის დრონი დაეცა, ერთი ქალი დაიღუპა და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის სამიზნე უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაა.