ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს რეფერენდუმის საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ყველაფრის კომპლექსურად განხილვის მიზნით, სწორედ პუტინმა მოიწვია ფაშინიანი მოსკოვში. ფაშინიანმა მიიღო მიწვევა და განაცხადა, რომ მალე ჩამოვა. ეს თემა, ბოლოს და ბოლოს, განვითარების მიმართულების არჩევას, სომხეთის ორიენტაციას და შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარებას ეხება“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ფაშინიანის, მოსკოვში ვიზიტი მალე შედგება, ზუსტი თარიღები დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.