წერეთელი ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას განცხადებამ "შაირობის" ხასიათზე დააყენა.
"შაირობა არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვარ ოპოზიციის მხრიდან დემაგოგიურ განცხადებებს გამოვეხმაურო", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიას განცხადებასტან დაკავშირებით.
"დღეს, საქართველოში მართლაც არიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება ისინი ისეთი ეპითეტებით შევამკოთ, როგორიცაა "ნაგავში ქექვა" და ა.შ", - განმარტა ვიცე-სპიკერმა და ბაღათურიას უცხოეთის ქვეყნებში ტურნეს მოწყობა ურჩია იმაში დასარწმუნებლად, რომ სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობენ გაჭირვებული ადამიანები.
წერეთლის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას სიღარიბის ბრძოლის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც უკვე მე-5 წელია წარმატებით ახორციელებს.
"ბევრმა ადამიანმა ამ პროგრამის წარმატებულობა საკუთარ თავზე გამოსცადა", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.