"თუ ვინ იქნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს", - ამის შესახებ განცხადება დღეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა.
"ენერგეტიკის სამინისტროს ბაზაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეიქმნება და ამ სამინისტროს ქვეშ გაერთიანდება ყველა ბუნებრივი რესურსის მართვა, მათ შორის წყლისაც. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება ასევე ტყის მენეჯმენტიც და სხვადასხვა წიაღისეული, რომლის მოპოვებაც დღეს საქართველოში ხდება, ან შეიძლება დაიწყოს", - განაცხადა ხეთაგურმა.
მინისტრის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასხვისებაზე ამიერიდან აუქციონებსაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გამოაცხადებს.