საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვისაც სურს ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი, უნდა დაეზღვიოს, ან ძალიან მდიდარი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატი" მაგდა ანიკაშვილის განცხადების გამოხმაურებისას გააკეთა.
"ჯანდაცვა მთელ მსოფლიოში ძვირია. ქალბატონმა მაგდამ იკითხა, საავადმყოფოები რომ შენდება, მასში შესვლა ვინმემ ხომ უნდა შეძლოსო. მინდა გითხრათ, რომ მთელ მსოფლიოში - აშშ-ში, საფრანგეთში ინგლისში - საავადმყოფოში მისვლა ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, როცა დაზღვეული არ ხარ", - განმარტა ცისკარიშვილმა.
მისი შეფასებით, ჯანდაცვა და საავადმყოფოში შესვლა შესაძლებელი რომ იყოს, უნდა იყო დაზღვეული ან ძალიან მდიდარი - ეს არის გამოსავალი".
უმრავლესობის ლიდერმა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მოდერნიზაციაზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობამ სადაზღვეო პაკეტები შეიძინოს, რომ "არ მოუხდეს ნათესავებში სირბილი და ფულის სესხება".
შეგახსენებთ, რომ დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა იაფი დაზღვევის პროგრამის ჩავარდნაზე ისაუბრა და ყურადღება სამედიცინო მომსახურების კატასტროფულად მაღალ ფასებზე გაამახვილა.