გარემოს დაცვის ინსპექციის გაუქმების შემდეგ მისი ფუნქციები რამდენიმე სამინისტროზე გადანაწილდება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ყველა სამინისტროზე გადანაწილდება სფეროებისა და მიმართულების მიხედვით.
ხუროშვილი ცალკეული სამინისტროების ჩამონათვალს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს დანაშაულის პრევენციის უფლებამოსილება შსს-ზე იქნება დელეგირებული.
გარემოს დაცვის ინსპექციის გაუქმების გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ პრეზიდენტის დავალებით განახორციელა. ამიერიდან ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნება ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვის საკითხები, რის შედეგადაც გაჩნდება ორი ახალი სახელწოდების სამინისტრო - გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
ცნობისთვის, გარემოს დაცვის ინსპექცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 2005 წელს შეიქმნა. იგი გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლებოდა.