საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე თვალს არ ხუჭავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, პლენარული სხდომის დროს "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძის განცხადების გამოხმაურებისას აღნიშნა.
"დენის ვაუჩერებთან დაკავშირებით ლევან ვეფხვაძემ თავის გამოსვლა დაიწყო იმით, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ცხოვრება შესანიშნავად მიდის. არ დავიწყებ ჩვენი ოპონენტების იმ ეპითეტებით შემკობას, რაზედაც თვითონ საუბრობდა - უსინათლოები, ყრუები და ა.შ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მართლა არ უნდა გინდოდეს არც არაფრის გაგდება და დანახვა, როდესაც პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა ამ ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტში იქნება თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საუბრობს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებზე", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის უმუშევრობა, ინფლაცია, გაჭირვება ზამთარზე და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
"ჩვენ არაფერზე თვალი არ დაგვიხუჭავს. ყველაფერზე გამოვდიდით და ღიად ვსაუბრობთ", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, თუ სხვა ქვეყნებში საქართველოში ჩატარებული რეფორმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელდება, ამის გაჟღერება უმრავლესობის და ხელისუფლების მიხრიდან "დიდი ცოდვა" არ უნდა იყოს.
"ოპოზიციაც ვალდებულია, რომ ამ წარმატებების ქვეყნის შიგნით თუ არა გარეთ მაინც გაიტანოს", - აცხადებს ცისკარიშვილი.