კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადის წინააღმდეგ ტარიფების ახალი ტალღის ამოქმედება მცდარი გათვლა იყო და გამოაცხადა, რომ ოტავა 8 სექტემბრიდან საპასუხო ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
აშშ-ის ახალი ტარიფები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პარასკევს გვიან საღამოს სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა. შაბათს დილით კანადელებისთვის მიმართვისას კარნიმ აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე უარი თქვა, რადგან არ იყო მზად, „საფრთხის ქვეშ დაეყენებინა კანადის სუვერენიტეტი“.
„ისინი ზედმეტს ითხოვდნენ და ძალიან ცოტას გვთავაზობდნენ“, - განაცხადა კარნიმ.
პრემიერმა განაცხადა, რომ 8 სექტემბრიდან კანადა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხო ტარიფებს შემოიღებს.
მისი განცხადებით, ამ ზომების დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი მას შემდეგ დააწესა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა.