უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბზე დარტყმა.
,,თავდაცვის ძალებმა ანგარიში გახსნეს რუსული კომპანია Ozon-ის განადგურებული ლოჯისტიკური ჰაბით.
ორმაგის დანიშნულების საქონლის შენახვის ცენტრებზე სისტემატიური დარტყმები მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებენ და ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე მთლიანობაში.
მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ქვედანაყოფებმა “ვაილდბერისის” 15 უდიდესი ლოფისტიკური ჰაბი დაბომბეს, Ozon-ის დრო დადგა,” - ნათქვამია განცხადებაში.
სამარის ოლქში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრზე დრონებით თავდასხმა კომპანიამაც დაადასტურა.
მანამდე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის არხებმა გაავრცელეს.