ქვეყანაში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო იქმნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების აღწერა და ლიცენზირების ნაწილი გამოეყოფა და ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. გარემოს დაცვის სამინისტრო ისევ დარჩება, რომელსაც ექნება უფრო მეტი მკაცრი კონტროლის ფუნქცია და ის უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული იქნება კონტროლზე
"რეორგანიზაციის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების აღწერა და ლიცენზირების ნაწილი გამოეყოფა და გარემოს დაცვის სამინისტრო ისევ დარჩება, რომელსაც ექნება უფრო მეტი მკაცრი კონტროლის ფუნქცია და ის უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული იქნება კონტროლზე. მას აღარ ექნება ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების საკითხები გადასაჭრელი. რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს და ლიცენზირებას და მათ გაყიდვას, ის ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, რომელსაც ენერგეტიკული საკითხები დაემატება და ეს იქნება ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განმკარგავი და პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული ნაპირსამაგრი სამუშაოების ფუნქცია რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეცემა და გზების დეპარტამენტთან ერთად ის იქნება ნაპირსამაგრი სამუშაოების პოლიტიკის გამტარებელი. ხოლო რაც შეეხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება.
"ეს არს ის ფორმულა, რომელიც არის შეჯერებული და რომელიც იქნება კარგი და უფრო მარტივად გატარდება ის პოლიტიკა, როგორიც არის ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში", - განაცხადა ნიკა გილაურმა.