დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართულ პოლიციაში შექმნილ ორსახოვნებაზე საუბრობს. როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლორთქიფანიძემ აღნიშნა, პოლიციაში ორი სახეა - მორალური სახე, რომელიც გარე მოხმარებისთვის, რომელზეც იწერება ჰიმნები.
"ბავშვებს ვამღერებთ, რომ პოლიცია ოცნებაა ხალასი, ლამაზი, კეთილი, ორბისთვალ და მგლისმუხლა პოლიციელები იცავენ ჩვენ უფლებასა და უსაფრთხოებას, მაშინ როდესაც გიორგი ახლვლედიანმა ყველას დაურიგა ზურაბ ვაზაგაშვილის ფაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამოვლენის შესახებ ფაქტები, რაც გამოძიების თავიდან განახლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს კი ყველა გაჩუმდა უმრავლესობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანი კულუარებში ეთანხმებოდა", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ზანდუკელის ქუჩაზე "მგელს ჩამოეგლიჯა ცხვრის ნიღაბი" იმის მაგივრად, რომ გენერალურ ინსპექციას სისხლის სამართლის საქმე აღეძრა პოლიციის მიერ ორი ფეხით მოსიარულის უკანონო დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის გამო, მათ ეს პირები მხოლოდ თანამდებობრივად დააქვეითეს.
"როდემდე შეიძლება ავიტანოთ ეს უსამართლობა. თუნდაც, მაშინ როდესაც გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარი უტიფრად აცხადებს, რომ დევნილების გამოსახლების პროცესის სამოქალაქო ნორმების დაცვით მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ დაასრულა მუშაობა, იწყება დასკვნის განხილვა და ამ დროს გამსახურდიას ვაჟი მსჯავრდებულია ჯაშუშობაში და ეს საქმე არის სამი წელის თაროზე შემოდებული და მოსამართლე ვერ ბედავს სამართალწარმოების დაწყებას, რადგან არ აქვს მტკიცებულებები", - აღნიშნა დეპუტატმა.