საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო.
პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და ქართველ ხალხს.
კაპრალი გიორგი ავალიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF -ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. იგი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა.