პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩევს დევნილების ნუ წააქეზებენ. ამის შესახებ მაჭავარიანმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ამ ადამიანების გვესმის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მაგრამ ამას ჩვენი კოლეგებიც ამწვავებენ. კარგი იქნება თუ აუხსნიან, რომ იმ ადგილებს სადაც ახლა ცხოვრობენ, გარემონტებულ შენობებში გადასვლა სჯობს და არ არის აუცილები ახსნის მაგივრად წააქეზონ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, იგი წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა აუხსნან მათ, ვითომ წყალტუმბოში მშენებარე დევნილების საცხოვრებელი ჭაობზე შედება და სახლები უკვე გადაიხარა, ამ დროს რეალურად სახლები ჯერ არ აშენებულა.
"წყალტუბოში დევნილებისგან სასწაულები მოვისმინე ჯერ არ აშენებულ დასახლებაზე. ამიტომ სჯობია წაქეზების ნაცვლად მათ ავუხსნათ, ჩვენი მხრიდან რა კეთდება", - აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა და აქვე დასძინა, რომ იანვარში დევნილების გამოსახლება საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით ადეკვატურად მოხდა.