პარლამენტარებს, რომლებმა დღევანდელი პლენარული სხდომა გააცდინეს ჯარიმის სახით ხელფასიდან დაექვითებათ. აღნიშნული განაცხადება დღეს, პლენარული სხდომის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვება.
მაჭავარიანმა მანდატურებს დაავალა იმ დეპუტატების სია გადასცეს, რომლებიც დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან.
"თქვენი და ჩემი არითმეტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ წესიერად ამომიღეთ სია იმ დეპუტატების ვინც სხდომას არ ესწრებიან. მათ ამისთვის ხელფასიდან დაექვითებათ", - მიმართა მანდატურებს მაჭავარიანმა.