პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის მიერ მოსახლეობის ე.წ. აღწერის შესახებ განცხადების გაკეთებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება დავითაიამ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"გუშინ აფხაზეთი დაიწყო მოსახლეობის ე.წ. აღწერა, რომ მარიონეტულმა რეჟიმმა საბოლოოდ დადგინოს იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, რომ ე.წ. პასპორტიზაცია დასრულდეს. მინდა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც 1921 წელს იმ დღეებში, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, სწორედ მაშინ დაიწყეს აღწერის ჩატარებაც ოკუპირებულ აფხაზეთში", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთში მიმდინარე მოსახლეობის აღწერა უკანონოა და ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი დადასტურებაა, რადგან ეს პროცესი ტარდება მაშინ, როდესაც რეგიონიდან 300 000 ქართველია გამოდევნილი და მთლიანად სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიანად 500 000 ადამიანი.
"კარგი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თუ გააკეთებს და აფხაზეთში მიმდინარე აღწერას კანონგარეშედ გამოაცხადება და ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას საქმის კურსშიც ჩააყენებს", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოსახლეობის აღწერის უკანონობის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს, რის შემდეგაც ანალოგიურ განცხადება კომიტეტის დონეზეც გაკეთდება.