პიტერ სემნები სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღარ იქნება. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ მას ახალი დიპლომატი შეცვლის. სამუშაო მანდატის ამოწურვამდე სემნებმა გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა და ხუთ წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
სემნების თქმით, საქართველოს სწორი პოლიტიკური კურსი აქვს აღებული და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მუშაობა კიდევ არის საჭირო.
"უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შექმნილი ნებისმიერი კრიზისის გადაწყვეტაში. უპირველესად 2008 წლის აგვისტოს ომს ვგულისხმობ. ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ. რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად საჭიროა ორივე მხარე გარვეულ დათმობებზე წავიდეს. რაც შეეხება აფხაზეთთანა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების აღდგენას, საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება. ამ საკითხში ევროკავშირი, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს თანამშრომლობას", - განაცხადა სემნებმა.
სემნები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოში 2006 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა.