დღეიდან, 22 თებერვლიდან ორი დღის განმავლობაში კიევში სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარე ქვეყანას აირჩევენ.
ჩეჩელაშვილის განმარტებით, უკრაინა ამ პოსტს მოლდოვას გადაულოცავს.
"მოხდება მოლდოვის, როგორც ახალი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცდება ახალი სამოქმედო გეგმა", - განმარტა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს, ის ძირითადად, თანამშრომლობასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.
"დღის წესრიგში დგას პოლიტიკური თანამშრომლობის, დარგობრივი თანამშრომლობის და ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული საკითხები", - განმარტა ჩეჩელაშვილმა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე დაესწრება.