სამდღიანი ინტენსიური თოვის გამო მთათუშეთის დასახლებულ პუნქტებამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფლებში დაახლოებით 30-მდე ადამიანი, ძირითად მოხუცები არიან ჩარჩენილები. მათთან დაკავშირება მხოლოდ ტელეფონით არის შესაძლებელი.
როგორც ადგილობრივიმუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, მოხუცებთან იმყოფება ექთანი და მათ აქვთ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები და პროდუქტი.
ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფალია.
შეზღუდვები რჩება თიანეთის, გომბორის და ნაქერალას მიმართულებით.