22-24 თებერვალს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს მონიტორიგის მისია ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორი ჟან ლუი ლორანი უხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ.
ძირითადი განხილვის თემები საქართველოში მიმდინარე პროცესები, უპირველესად კი, სასამართლო სისტემისა და სამართალდაცავი ორგანოების დემოკრატიული ფუნქციონირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს მონიტორიგის მისია საზედამხედველო ანგარიშის მომზადებაზე მუშაობს.