დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნის საკითხს დაამტკიცებს. პარლამენტის პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 14 თებერვალს ბიუროს სხდომაზე მიმართა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართველი არტილერისტები საფრანგეთის კონტიგენტის დაქვემდებარებაში იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით პარლამენტმა თანხმობა გამოხატა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საფრანგეთის კონტიგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, აშშ-ის კონტიგენტში - ერთი ქვეითი ბატალიონისა და თურქეთის კონტიგენტში - ორი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობაზე.