თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღე აღინიშნა. მეორე წელია, რაც საქართველოში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღე აღინიშნება. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ეს დღე თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტმა და საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბმა აღნიშნეს. დღესასწაული ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს ეძღვნება.
ღონისძიებაზე მისულ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ ვასილ კაჭარავას წიგნი "რონალდ რეიგანი _ 80-იანი წლები ამერიკა".
შეხვედრაზე პროფესორები, სტუდენტები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგებლები სიტყვით გამოვიდნენ. E