ხვალ, 22 თებერვალს, თბილისის ოპერისა და ბალეტის დასი საგასტროლოდ ტაივანში მიემგზავრება. პროგრამა ორი დადგმისგან შედგება _ "ჟიზელი" და "გედების ტბა".
თავად პარტიებს ორივე სპექტაკლში ნინო ანანიაშვილი შეასრულებს. ქართულ საბალეტო დასთან ერთად გასტროლებში მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი კარინა აბდულინი.
ტაივანის შემდეგ საბალეტო დასი იტალიაში გაემგზავრება.