მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ ჰულსტის ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
"ქართველ ემიგრანტთა აღრიცხვა არ ხდება, არც საკონსულოში წარმოებს მათი რეგისტრაცია. 2009 წელს ქართველ მიგრანტთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. საქართველოს 400 129 მოქალაქემ პოლონეთში თავშესაფრის მიღების სურვილი გამოთქვა. თუმცა ამ ადამიანების 99%-ს თავშესაფარზე უარი უთხრეს", _ აღნიშნა მარკ ჰულსტმა.
რაც შეეხება ტრეფიკინგს, მარკ ჰულსტის ინფორმაციით, ტრეფიკინგის შემთხვევებმა სხვადასხვა ფაქტორის გამო იკლო. ხალხი ბევრად ინფორმირებული გახდა და იოლად არ ენდობა ცალკეულ საშუამავლო ფირმებს. მართალია, თურქულ ოჯახებში მომვლელის სტატუსით მცხოვრებ ქართველებს პრობლემები ექმნებათ, მაგრამ იურიდიული განმარტების მიხედვით, ეს პრობლემები ტრეფიკინგის სტატუსით არ კვალიფიცირდება.