"სახალხო კრების" წევრები მოსახლეობას პოლიტიკური აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ.
ამასთან, საერთო მიზნის მისაღწევად "სახალხო კრება" ერთადერთ გზას _ ხალხის გაერთიანებას ხედავს. საჭიროების შემთხვევაში, არც მშვიდობიანი აქციის მოწყობას გამორიცხავენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ის, რასაც "სახალხო კრება" დაფუძნების პირველივე დღიდანვე ამბობდა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დასტურდება.
"რეალურად ვიცით, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თავს არ ვიტყუებთ, არც ხალხს ვატყუებთ. რასაც ჩვენ ვამბობთ, ის გზა არის სწორი", _ აცხადებს ბურჯანაძე.