"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პატიმართა რაოდენობით საქართველოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.
"საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ციხეებში 23 864 პატიმარი ჰყავს, რაც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 538 პატიმარია. სინამდვილეში, საქართველოში პატიმრების რაოდენობის მიხედვით, წლიდან წლამდე "ცადატყორცნილი" გრაფიკია და ყოველ 100 ათას მოსახლეზე 602 პატიმარი გამოდის. ნულოვანი ტოლერანტობისა და განურჩევლად ციხეში ჩასმის ტენდენციამ ციხეები გადაავსო. მართალია, უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც პატიმართა ზრდის ტენდენცია აღინიშნება, მაგრამ ეს ემიგრანტთა ხარჯზეა, ანუ საკუთარ მოქალაქეებთან შედარებით, უცხოელ, მათ შორის, ქართველ ემიგრანტებს აკავებენ", _ აღნიშნა კაკაბაძემ.