"საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიებით, ყველა იქნება დაკავებული", - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის წევრმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიამ 15-თვიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინა ფაქტები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდისYთვითმკვლელობის ვერსიასთან.
"დასკვნა გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს განხილვა, რატომ არის შეუსაბამობა და წინააღმდეგობრივი ჩვენებები", - აღნიშნა თორდიამ.
მისი თქმით, აუცილებელი თავიდან მოხდეს ექსპერტიზის გადამუშავება, რადგან სხვადასხვა ექსპერტს სხვადასხვანაირი დასკვნა აქვს გამოტანილი.
"უნდა დაიკითხოს რამდენიმე პირი, რომელთაგან ზოგი საქართველოში არ არის და აუცილებელია ამ კუთხით სახელმწიფომ თავისი ბერკეტები გამოიყენოს. რაც შეეხება კონკრეტული ბრალეულობის საკითხებს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და თუ დანაშაული გამოიკვეთება, ყველას დაკავება მოხდება, ვინც დამნაშავეა", - დასძინა კომისიის წევრმა.