რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განუცხადა, მთელ საქართველოში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია და შეფერხება არც ერთ მონაკვეთზე არ არის.