აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ორ ეტაპად წარიმართება და მოლაპარაკებებს თეირანისთვის შეთანხმების ხელმოწერის „ბოლო შანსი“ უწოდა.
ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები „ახლა მიმდინარეობს“.
„ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ხელი კარგ დოკუმენტს მოაწერონ. მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართება, ასე თუ ისე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე შესაძლოა „ხვალვე“ გაიხსნას.
„პირველი ფაზა სრუტეების გახსნაა. მეორე ფაზა დენუკლეარიზაცია იქნება. ამას ოდნავ მეტი დრო დასჭირდება.
მეორე ეტაპი ბირთვული განიარაღება იქნება“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანს „არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა.