ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თეირანი თავად ითხოვდა შეხვედრას.
"ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი თავად ითხოვენ შეხვედრას - ზოგი იტყვის, რომ ისინი „გვეხვეწებიან“. იწყება მოლაპარაკებები რომელთაგან უფრო მეტი უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი, თუმცა შემდეგ ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არაფერს განიხილავენ და მხოლოდ „ომანთან“ აქვთ ურთიერთობა.
შემდეგ კი თავიანთ ჩვეულ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტეს ისინი მტკიცედ აკონტროლებენ, მაშინ როცა ის უკვე სრულად შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების კონტროლის ქვეშაა და მოქმედებს ჩვენი „ბლოკადა“, ან, როგორც ზოგი უწოდებს, „ამერიკის ფოლადის კედელი“.
ირანში ვერაფერი შევა, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ, და არც შევა, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული ან სრული კაპიტულაცია არ მოხდება.
ირანს სურს თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ ჩვენ ვმსჯელობთ იმ პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც თავად ამ ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში შექმნა.
ეს ძალიან მარტივია: ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს!" - წერს ტრამპი