აჭარაში აშენებული სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების საკითხი გაკონტროლდება. აღნიშნულის შესახებ ცვლილება შედის "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" კანონში, რომლის ინიციატორიც აჭარის უმაღლესი საბჭოა.
კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა და მის განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს.
დღეს სასტუმროს ვარსკვლავების ოდენობას თავად სასტუმროები განსაზღვრავენ, თუმცა შეიძლება საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდნენ.
კანონპროექტის თანახმად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოსული სტუმარი არ მოტყუვდეს, შემუშავდება ერთიანი მექანიზმი, რომელიც დაადგენს, რამდენად შეესაბამება სასტუმროსთვის მინიჭებული ვარსკვლავი სტანდარტს, რამდენად ადეკვატურია მომსახურება, კვება და ა.შ..