აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ახალი მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება.
ტრამპმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან თავისი თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები 3 აგვისტოს შუადღისას დაიწყება.
„ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი 3 აგვისტოს შუადღისას დაიწყება. ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მისი განცხადებით, შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული საკითხების, ისე ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებას.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანზე დარტყმების შეწყვეტა თავად თეირანმა, ასევე საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებამ სთხოვა.
„მსურს შეთანხმების მიღწევა. ადამიანების დახოცვა არ მომწონს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეერთებულ შტატებს ირანზე სამხედრო დარტყმების განხორციელება ნებისმიერ დროს შეუძლია.
„თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება, აშშ ირანზე დარტყმებს ნებისმიერ მომენტში მიიტანს“, - განაცხადა ტრამპმა.