ქართველი ემიგრანტების საზოგადოების ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ მის საზოგადოებაში გაწევრიანებული 1800 ქართველი ემიგრანტიდან 1200-მა საქართველო უკვე დატოვა.
ყუშიტაშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტები პრეზიდენტის დაპირებას ენდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა ისინი მოტყუვდნენ.
"ევროკავშირში გამოსვლისას პრეზიდენტი აცხადებს, ქართველი ემიგრანტები საქართველოში უნდა დავაბრუნოო. სინამდვილეში, ეს ტყუილია. პირადად ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის დაპირებას ვენდეთ და საქართველოში ჩამოვედით, თუმცა სამუშაო ვერ ვიპოვეთ. დახმარების მიზნით საქართველოს პრეზიდენტს, დიასპორის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია", _ აღნიშნა ყუშიტაშვილმა.