"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში, არასამთავრობოებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოდან გასულ ემიგრანტთა რაოდენობა დააზუსტონ. ამ გზით საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისგან განსხვავებული რეალური ინფორმაცია დაიდება.
"ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია გასული. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია შეეცადა, ამის შესახებ ინფორმაცია ბანკებიდან მოეპოვებინა. საქართველოში სულ ხუთი-ექვსი ბანკია, სადაც რუსეთიდან საქართველოში ფული ირიცხება, თითოეულ ბანკში ყოველდღიურად მხოლოდ რუსეთიდან საშუალოდ 700-მდე გადარიცხვა ხორციელდება", _ აღნიშნა კაკაბაძემ.
კაკაბაძის თქმით, რუსეთის შემდეგ ქართველების სიმრავლით საბერძნეთი გამოირჩევა, საიდანაც საქართველოში 10 მილიონი ევრო ირიცხება. საბერძნეთში მცხოვრები თითოეული ქართველი საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 100-150 ევროს ფარგლებში თანხას რიცხავს. ამასთან, გადარიცხვები პირადი მონაცემის საფუძველზე ხდება. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რამდენი ადამიანია საქართველოდან გასული.