აჭარაში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა "ბათუმიტექსში" დამატებით ახალი ხაზი გაიხსნა, რომლის საშუალებითაც ქართულ პროდუქციას ახალი ბრენდი " House and Curtain " - მარკით შეემატება. ამ სამარკო ნიშნით შეკერილი ტანსაცმელი კი ინგლისში გაიყიდება.
საწარმოში ამჟამად 750 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ მათი რიცხვი გაიზრდება. "ბათუმიტექსი" პირველი ქართულ-თურქული პროექტია,რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. რეგიონში სულ ხუთი სამკერვალო საწარმოა, რომელშიც 2 500 ადგილობრივია დასაქმებული.
"ბათუმიტექსი" დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მოინახულა.