ხვალ, 22 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის დასკვნა განიხილება.
"საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომისიამ რაც შეძლო ყველა საკითხი მოკვლეულია. ხვალ, კომისიის წევრებსა და სხვა დეპუტატებსაც ექნებათ საშუალება გამოვიდნენ და სხდომაზე წარმოდგენილი დასკვნა განიხილონ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ მიიღება დადგენილების პროექტი, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტში განიხილება.
მაჭავარიანის თქმით, დასკვნის განხილვა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე შესვენების შემდეგ, 16:00 საათზე დაიწყება.