დღეს საქართველოს პირველ კონსტიტუციას 90 წელი შეუსრულდა.
"1921 წელის 21 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციამდე ოთხი დღით ადრე დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იყო ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციაში ძირითადი პრინციპები სწორედ ქვეყნის პირველი კონსტიტუციიდან არის ასახული.