23 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ქართველი იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, მიმდინარე კვირას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი ღონისძიებებია დაგეგმილი.
მისი თქმით, 23 თებერვალს, პარლამენტში იუნკერების მემორიალთან დეპუტატებთან ერთად ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებიც შეიკრიბებიან და იუნკერების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მაჭავარიანმა დეპუტატებს და ფრაქციის წარმომადგენლებს სთხოვა დამატებითი კონსულტაციები გაიარონ მასთან, რომ მოხერხდერს, როგორც საპარლამენტო მუშაობის და დაგეგმილი ღონისძიებების შეთავსება.
"პარასკევს პლენარული სხდომა უნდა ჩავატაროთ, ამიტომ დამატებითი კონსულტაციების გავმართოთ სხდომის დროსთან დაკავშირებით, რადგან არ მინდა ხელი შეგვეშალოს იმ ღონისძიებებში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად იმართება", - აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.