იმერეთის რეგიონში, სიმინდის ჰიბრიდული ჯიშით ყველაზე მეტად სამტრედიელი ფერმერები არიან დაინტრესებულნი. როგორც რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ დღეს, სამტრედიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას განაცხადა, სამტრედიის მაცხოვრებლებმა აღნიშნული ჯიშის სიმინდის 2 500 ჰა-ზე გამოყენების შესახებ გამოთქვეს მოთხოვნა.
"ეს ძალიან კარგი რიცხვია. ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალი წლისთვის მოთხოვნა გასამაგდება და გაოთხმაგდება", - განმარტა მაქაცარიამ.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლების დარიგება დაიწყება. ის სიმინდის მოსავალს სამჯერ ზრდის.