საქართველოს ახალ კონსტიტუციაში უამრავი თეთრი ლაქაა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული კონცეფციის განხილვის შემდეგ განუცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ შარშან საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებები ჩვენი ქვეყნის მთავარ კანონში - საქართველოს კონსტიტუციაში არის უამრავი თეთრი ლაქა. უპირველეს ყოვლისა ეს უკავშირდება ადგილებზე ხელისუფლების ჰორიზონტალურ გადანაწილების პრობლემებს, ტერიტორიულ, ადმინისტრაციულ, სამხარეო მოწყობის გაურკვევლობას", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით საზოგადოებამ ღია, საჯარო დისკუსია უნდა დაიწყოს, რომ მომავალში არ მოხდეს გადაწვეტილებების ნაჩქარევად მიღება.
"საჯარო დისკუსიის წახალისების მიზნით დღეს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრებს შევხვდით, რომელიც სიმბოლურად საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავს დავამთხვიეთ", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.