მიმდინარე კვირას ჩეხეთში საქართველოს საელჩო გაიხსნება.
ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ჩეხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 24-25 თებერვალსაა დაგეგმილი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, შენობა, რომელშიც საქართველოს საელჩო განთავსდება, ქართულმა მხარემ საკუთარებაში შეიძინა.
"საელჩოს გრიგოლ ვაშაძე გახსნის და მისივე სახელით ეს ღონისძიება ოფიციალური მიღებით დასრულდება", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება ჩეხეთში ვიზიტის სხვა დეტალებს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩეხ კოლეგას კარლ შვანცერბერგს შეხვდება. ამასთან, სპეციალური შეხვედრაა დაგეგმილი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან.
"შეხვედრაზე განხილული იქნება, როგოც ორმხრივი ურთიერთობების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები", - დასძინა კალანდაძემ.